ახალი ამბები

“პირველი საინფორმაციო კავკასიური” თანამგზავრზე

13 იანვარი, 2011 • • 1322
“პირველი საინფორმაციო კავკასიური” თანამგზავრზე

”პირველი საინფორმაციო კავკასიური” 25 იანვრიდან თანამგზავრიდან დაიწყებს მაუწყებლობას, -იუწყება ”ვესტნიკ კავკაზა”.

”პირველი საინფორმაციო კავკასიური”, “პირველი კავკასიურის” (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხის) სამართალმემკვიდრეა, რომელიც 2009 წლის შემოდგომაზე შეიქმნა.

“პირველმა კავკასიურმა” მაუწყებლობა თანამგზავრზე 2010 წლის 15 იანვრიდან დაიწყო. იგი სიგნალს პოპულარული თანამგზავრით Eutelsat W4-W7 36.0°E გადაცემდა, რომლის მფლობელი ფრანგული ოპერატორის Eutelsat-ის მიერ არხი ორ კვირაში ეთერიდან გაითიშა.

ამის შემდეგ არხის მმართველობა გადაეცა კომპანია ””К-1″-ს, რომლის დამფუძნებლები არიან ბრიტანელი ჟურნალისტი, ВВС-ის ყოფილი თანამშრომელი რობერტ პარსონსი და ”პირველი კავკასიურის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე კოტრიკაძე. დაიწყო არხის რეორგანიზაცია.

25 იანვრიდან ტელეარხის ნახვა მთელი კავკასიის, ევროპის, ახლო და შუა აღმოსავლეთის, ასევე ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში იქნება შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი