ახალი ამბები

ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქების დროს ცხრა ადამიანი დაიღუპა

13 იანვარი, 2011 •
ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქების დროს ცხრა ადამიანი დაიღუპა

ჩინეთის ჩრდილო–დასავლეთში მდებარე შენსის პროვინციაში, ფოიერვერკების მწარმოებელ კომპანიაში, გუშინ საღამოს მომხდარი აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა.

აღნიშნული კომპანია, პოლიციის ინფორმაციით, საქმიანობას უკანონოდ წარმართავდა. ამ დროისათვის სამართალდამცავები საწარმოს ხელმძღვანელს ეძებენ.

აფეთქების ადგილზე ხუთი ადამიანის გვამი იქნა ნაპოვნი, ოთხი დაშავებული კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდა ამისა, მცირედ დაშავდა ორი შემთხვევით გამვლელი. 

პიროტექნიკურ საწარმოებში ტრაგედიების თემა სულ უფრო მეტად თვალშისაცემი ხდება ჩინეთში მთვარის კალენდრით ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, რომელსაც ჩინეთი 3 თებერვალს აღნიშვნავს. საახალწლოდ ყველაზე გავრცელებული სადღესასწაულო ატრიბუტია შუშხუნები და ფოიერვერკები, რომლებსაც ქარხნები უწყვეტ რეჟიმში აწარმოებენ ამ პერიოდში. წარმოების პროცესის დროს უსაფრთხოების ნორმები ხშირად დაცული არ არის.

არაოფიციალური მონაცემით, დღეს ჩინეთში 30 ათასამდე ლეგალური პიროტექნიკის საწარმოა და დაახლოებით ამდენივე არალეგალურად ირიცხება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი