ახალი ამბები

ილია ვაშაკიძე სინოდის გადაწყვეტილებას არ ემორჩილება

23 დეკემბერი, 2015 • 2027
ილია ვაშაკიძე სინოდის გადაწყვეტილებას არ ემორჩილება

მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე სინოდის გადაწყვეტილების მიუხედავად მღვდელმსახურების შეწყვეტას არ გეგმავს. ამის შესახებ განცხადება ვაშაკიძემ საკუთარ ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნა. მისი თქმით, გადაწყვტილების მიზეზს მოგვიანებით დაასახელებს.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებით, მღვდელმონაზონ ილიას ვაშაკიძეს მღვდელმსახურება აეკრძალა. მიზეზად მის მიერ გავრცელებული ბრალდებები დასახელდა. მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე სოციალურ ქსელში გარკვეული დროის მანძილზე ავრცელებდა საკუთარ მოსაზრებებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მაღალი რანგის მღვდელმსახურებზე.

მადლობა ღმერთს, ყინული დაიძრა.. საქართველოს საპატრიარქოს სინოდმა უკვე გამოუტანა საკუთარ თავს საბოლოო განაჩენი ჩემი დისკრ…

Posted by Hieromonk Ilia Vashakidze on Wednesday, 23 December 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი