ქართველ ბიზნესმენს საჩხერეში არც პროექტების განხორციელება შეუწყვეტია. რამდენიმე მშენებლობა, რომელსაც ივანიშვილი ახორციელებდა, ახლაც მიმდინარეობს.
გარდა ამისა, ის ადამიანები, რომლებიც ფინანსურ დახმარებას იღებდნენ საჩხერეში უშუალოდ ივანიშვილისგან, ასევე, შეფერხების გარეშე იღებენ ბიზნესმენისგან თანხებს.
დღეს რამდენიმი ქართულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები საქართველოდან გახიზნა და საქართველოში ყველა ის პროექტი შეაჩერა, რასაც აქამდე ახორციელებდა. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, ამის მიზეზი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ივანიშვილის შევიწროვება გახდა.