ახალი ამბები

პოლიციამ ქალზე მოძალადე ტაქსის მძღოლის ვინაობა დაადგინა

23 დეკემბერი, 2015 • 1891
პოლიციამ ქალზე მოძალადე ტაქსის მძღოლის ვინაობა დაადგინა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალის ცემაში ბრალდებული ტაქსის მძღოლის ვინაობა დადგენილია.

შსს-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის მხოლოდ ტაქსის მძღოლის ვინაობაა ცნობილი, თუმცა პოლიციას ეს პიროვნება ჯერჯერობით არ დაუკავებია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლი ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. კოდექსის თანახმად, ცემა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე.

”ქალებზე მოძალადე” ტაქსის მძღოლის შესახებ პოსტი Facebook-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ელე სარიშვილმა საკუთარ გვერდზე 1 დეკემბერს დაწერა. როგორც სარიშვილმა განაცხადა, ტაქსის მძღოლმა ახალგაზრდა ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

SOS! SOS! SOS! ყურადღებით წაიკითხეთ და ჩემი დიდი თხოვნაა გაავრცელოთ, ქალბატონებო და არა მარტო ქალბატონებო, ჟურნალისთე…

Posted by Ele Sarishvili on Tuesday, December 1, 2015

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს დაუდასტურეს, რომ გამოძიება სწორედ იმ ქალის ცემის ფაქტზე დაიწყო, რომლის შესახებაც ელე სარიშვილი წერდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი