ახალი ამბები

დევნილების აქციას ვეტერანები შეუერთდნენ

12 იანვარი, 2011 •
დევნილების აქციას ვეტერანები შეუერთდნენ

პარლამენტთან დევნილების დღევანდელ საპროტესტო აქციას ვეტერანებიც შეურთდნენ. აქცია დღის ორ საათზე დაიწყო. დევნილების მთავარი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ დაუკანონოს ის ფართები, სადაც ისინი ახლა ცხოვრობენ. მათი გამოსახლება 15 იანვარს არის დაგეგმილი.

აქციას ესწრება და სიტყვით გამოდის კონსერვატორი ლაშა ჩხარტიშვილი. მისი თქმით, ხელისუფლება არჩევნებამდე პირდებოდა დევნილებს, რომ თბილისში მაცხოვრებლები ამავე ქალაქში მიიღებდნენ ბინებს საკუთრებაში. დღეს კი მათი გამოსახლებაა დაგეგმილი.

საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოდიან ის დევნილები, რომელთა გამოსახლებას სამინისტრო ჯერ კიდევ დეკემბერში გეგმავდა, თუმცა თარიღი 2011 წლის 15 იანვრამდე გადაწია.

ვეტერანები დევნილების აქციას ორი მოთხოვნით შეუერთდნენ – შეწყდეს მათი დევნა და გაეზარდოთ კონპენსაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი