ნეტგაზეთი | ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის მიზეზი ცნობილია ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის მიზეზი ცნობილია – Netgazeti
RU | GE  

ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის მიზეზი ცნობილია

”მეტეოპირობების შეუსაბამობა და ეკიპაჟის გადაწყვეტილება, არ დამჯდარიყო სათადარიგო აეროდრომზე”, – გახდა 2010 წლის აპრილში სმოლენკსთან  ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის აფეთქების მიზეზი.

”მეტეოპირობების შეუსაბამობა და ეკიპაჟის გადაწყვეტილება, არ დამჯდარიყო საადარიგო აეროდრომზე”, – გახდა 2010 წლის აპრილში სმოლენკსთან  ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის აფეთქების მიზეზი. ამ ინფორმაციას რია ნოვოსტი ავრცელებს.

ქვეყანათაშორისი ავიაციური კომიტეტი თავმჯდომარემ, ტატიანა ანოდინამ გამოძიების შედეგები გაასაჯაროვა.

”ფრენის დროს თვითმფრინავმა ტუ-154-მა არაერთხელ მიიღო ინფორმაცია, რომ აეროდრომზე, სადაც კაჩინსკის თვითმფრინავი უნდა დამჯდარიყო, მეტეოპირობები შეუსაბამო იყო, თუმცა ეკიპაჟმა სათადარიგო აეროდრომზე დაჯდომის გადაწყვეტილება  არ მიიღო”, -განაცხადა  ტატიანა ანოდინამ.

ავიაკატასტროფის გამოძიებას ქვეყანათაშორისი საავიაციო კომიტეტი ატარებდა.

 

გამოძიების შედეგების გასაჯაროებამდე, პოლონეთის მთავრობის პრესმდევანი პაველ გრასი ამბობდა, რომ  პოლონეთის კომისია შეისწავლიდა დოკუმენტს და თავის პოზიციას შემდეგ დააფიქსირებდა.

პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავი 2010 წლის 10 აპრილს აფეთქდა. ავიაკატასტროფის დროს 96 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, პოლონეთის პრეზიდენტი, მისი მეუღლე და პოლონეთის მთავრობის წევრები. ისინი მემორიალის გახსნაზე დასასწრებად კატინში მიემგზავრებოდნენ.


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი