მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მ.პ – ს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. წინა სასამართლო სხდომა 10 თებერვალს, 12 საათზე გაიმართება.
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა სხდომაზე პროკურატურამ დააყენა. პროკურორი ელენე ჩხეიძე აცხადებს, რომ საქმეში არ არსებობს ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება, თუმცა გამოძიებას აქვს მტკიცებულებები, რომლებიც ამ ეტაპისთვის ქმნის დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, რომ ბრალდებულმა ეს დანაშაული ჩაიდინა.
პროკურორის თქმით, ადგილიდან ამოღებულია ბევრი კვალი და ნივთმტკიცება, რომლებზეც ექსპერტიზა არის დანიშნული.
ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.
“საქმეში ამ ეტაპისთვის გამოძიების მიერ მოპოვებულია ყველა ის მტკიცებულება, რომელიც არის საკმარისი დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ეს დანაშაული ბრალდებულმა ჩაიდინა. სწორედ ამის გათვალისწინებით არსებობს საფუძველი იმისა, რომ პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ მოითხოვოს აღკვეთის ღონისიების სახით დაპატიმრების გამოყენება”.
შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ასევე:
-
გაგრაში ტურისტი ქალი მოკლეს – დაკავებულია 25 წლის კაცი -
ფსიქოტროპული ნივთიერების დიდი ოდენობით შემოტანის ბრალდებით ყაზბეგში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს -
პოლონეთში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს -
სამ “კანონიერ ქურდს” ბრალი წარუდგინეს, 45 პირი დააკავეს „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში ბრალდებით
-
10.10.2026 ეროვნული ბანკის განცხადება დაუსაბუთებელი და უპასუხისმგებლოა – „ბიტექსჩეინჯი“ -
10.10.2026 ყველაფერს მოეფინა ნათელი ძალიან მარტივად – კობახიძე დავითაძის საქმის გამოძიებაზე -
10.10.2026 ილჰამ ალიევმა რამზან კადიროვს ავტომობილით ბაქო დაათვალიერებინა – პრესსამსახური -
10.10.2026 კობახიძე ევროკავშირს ამჯერად გამოუვალი მდგობარეობის“ ღონისძიებაზე მიწვევის გამო აკრიტიკებს -
10.10.2026 რუსეთში „ნაბეღლავის“, რამდენიმე ქართული ღვინის და კოკა-კოლის იმპორტი აიკრძალა – მედია -
10.10.2026 ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნანა ყეინიშვილი მოქმედებდა მარტო – სებ