ახალი ამბები

პროკურატურა: დავით პეტრიაშილი პატრულის მანქანის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა

22 დეკემბერი, 2015 • 899
პროკურატურა: დავით პეტრიაშილი პატრულის მანქანის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა

საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ უეფას ეროვნული ასოციაციების სამმართველოს უფროსი მენეჯერი დავით პეტრიაშვილი საპატრულო მანქანის დაჯახების შედეგად დაიღუპა. დაჯახების მომენტში პეტრიაშილი გზაზე ქვეითად გადაადგილდებოდა. როგორც პროკურატურაში ნეტგაზეთს განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი მე-5 ნაწილის მიმდინარეობს.

საუბარია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევაზე. ზემოხსენებული ნორმის დარღვევა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

პროკურატურაში არ პასუხობენ დამატებით შეკითხვებს, არიან თუ არა დაკავებულები ან ბრალდებულები პატრულის შესაბამისი ეკიპაჟის წევრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.