ახალი ამბები

რუსეთმა პოლონეთს ავიაკატასრტოფის გამოძიების ანგარიში გაუგზავნა

12 იანვარი, 2011 •
რუსეთმა პოლონეთს ავიაკატასრტოფის გამოძიების ანგარიში გაუგზავნა

რია-ნოვოსტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ  ტუ-154-ის ავიაკატასტროფის გამოძიების შედეგები რუსეთიდან პოლონეთში დღეს პოლონეთის საელჩოს მეშვეობით გაიგზავნა.

ავიაკატასტროფის გამოძიებას ქვეყანათაშორისი საავიაციო კომიტეტი ატარებდა.

ცნობილია, რომ გამოძიების შედეგები დღესვე გასაჯაროვდება. პოლონეთის მთავრობის პრესმდივანმა პაველ გრასმა სამშაბათს განაცხადა, რომ პოლონეთის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები არ ჩავლენ მოსკოვში გამოძიების ანგარიშის გასაჯაროებაზე და კონფერენციას მხოლოდ პოლონელი დიპლომატები დაესწრებიან.

გრასის თქმით, პოლონეთის კომისია შეიწავლის დოკუმენტს და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს.

პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავი 2010 წლის 10 აპრილს აფეთქდა. ავიაკატასტროფის დროს 96 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, პოლონეთის პრეზიდენტი, მისი მეუღლე და პოლონეთის მთავრობის წევრები. ისინი მემორიალის გახსნაზე დასასწრებად კატინში მიემგზავრებოდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი