ახალი ამბები

დღეს საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართება

22 დეკემბერი, 2015 • 1809
დღეს საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართება

საქართველოს საპატრიარქოში ნეტგაზეთს განიცხადეს, რომ დღეს, 12:00–ზე საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართება.

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ რა საკითხებს განიხილავს სინოდი, საპატრიარქოში განაცხადეს, რომ არაკანონიკურია, როდესაც სინოდის სხდომის შესახებ წინასწარ ვინმე შეიტყობს.

სინოდის სხდომის ოქმი სხდომის ჩატარების შემდეგ ქვეყნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი