ახალი ამბები

დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების ვინაობა ცნობილი გახდა

11 იანვარი, 2011 •
დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების ვინაობა ცნობილი გახდა

აფეთქების შედეგად დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების ვინაობა ცნობილი გახდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

აფეთქების შედეგად დაიღუპა სამი და დაიჭრა 13 ჯარისკაცი.

,,მომხდარის შედეგად გარდაიცვალნენ კაპრალები: ზურაბ კუცია, ემზარ შოშიაშვილი, დავით გოგიჩაიშვილი.

დაჭრილები არიან კაპრალები: ალექსანდრე თომაშვილი,, ვალოდია ხრიკული , ზურაბ ქვათაძე,გიორგი გნოლიძე, აკაკი ყულოშვილი, გიორგი ჩოფლიანი, ამირან სამოსონიძე, დავით მურადაშვილი, გიორგი ახალაძე,, ზაზა ხუროშვილი, გელა ფიცხელაური,როინ ხოზრევანიძე,, ზაქარია კურტანიძე.

აფეთქება დღეს დილით, 11 საათზე ,კრწანისის სასწავლო ცენტრში მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება. 120 მმ ნაღმსატყორცნი ჭურვის აფეთქება, სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდოდ, წვრთნის დროს დაშვებულმა ტექნიკურმა შეცდომამ გამოიწვია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი