ახალი ამბები

რუსთავის საავადმყოფოში დაჭრილი სამხედროები აღარ იმყოფებიან

11 იანვარი, 2011 •
რუსთავის საავადმყოფოში დაჭრილი სამხედროები აღარ იმყოფებიან

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმი, პაპუნა ბახტაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ რუსთავის საავადმყოფოში უკვე არც ერთი დაჭრილი სამხედრო აღარ იმყოფება.

”ერთი პაციენტი ქირურგიულიდან თვითონ წაიყვანა თავდაცვამ გორში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე სტაბილურია. რაც შეეხება მეორე პაციენტს, მას ყელის არეში აქვს ჭრილობა. ოპერაცია ჩვენთან ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობის სიმძიმის გამო თბილისში, არამიანცის საავადმყოფოშია, გადაყვანილი”,- ამბობს ბახტაძე.  

მთავარი ექიმის თქმით, შესაძლოა მას პლასტიკური ქირურგიული ჩარევაც დაჭირდეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი