ახალი ამბები

ნოღაიდელი მოძრაობის ,,სამართლიანი საქართველოსთვის’’ რიგითი წევრი გახდა

11 იანვარი, 2011 • • 1267
ნოღაიდელი მოძრაობის ,,სამართლიანი საქართველოსთვის’’ რიგითი წევრი გახდა

მოძრაობა ,,სამართლიანი საქართველოსთვის’’ განცხადება იუსტიციის სამინისტრომ განმცხადებლების სასარგებლოდ დააკმაყოფილა.

იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მოძრაობის თავმჯდომარე ზურაბ ნოღაიდელი პარტიის რიგითი წევრი გახდა და რეესტრში პარტია ახალი შემადგენლობით გატარდა.

ნოღაიდელს თანაპარტიელები დაუპირისპირდნენ და რიგგარეშე ყრილობაზე 23 დეკემბერს მისი თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი დასვეს. 27 დეკემბერს კი, მოძრაობის ახალი შემადგენლობის ასახვის მოტივით, იუსტიციის სამინისტროს განცხადებით მიმართეს.

,,სამართლიანი საქართველოს’’ წევრები ამბობენ, რომ მოძრაობაში ნოღაიდელის რიგით წევრად დატოვება მოძრაობის წევრების მიმართ არსებულ დავალიანებას უკავშირდება.

ნოღაიდელთან ერთად მოძრაობის ახალ შემადგენლობაში სერგო ჯავახიძეც დარჩება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი