ახალი ამბები

კრწანისში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

11 იანვარი, 2011 • • 1202
კრწანისში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ მომხდარ აფეთქებას სამხედრო პოლიცია და გენერალური ინსპექცია იძიებს.
მომხდარის მიზეზად თავდაცვის სამინისტრო ტექნიკურ შეცდომას ასახელებს. “აფეთქება, სავარაუდოდ, ტექნიკურმა შეცდომამ გამოიწვია”,–ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე. მომხდარი მოხსენიებულია უბედურ შემთხვევად.
“ბოლო პერიოდში ჩვენს დანაყოფებში საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს წვრთნები. სწორედ ერთ–ერთი ასეთი სწავლების დროს მოხდა ჭურვის აფეთქება, რის შედეგადაც სამი სამხედრო დაიღუპა, 13 კი დაიჭრა”.
აფეთქების მიზეზების საბოლოოდ გამოძიებამდე ინტენსიური წვრთნები შეჩერებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი