ახალი ამბები

სამხედროები გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს

11 იანვარი, 2011 • • 1170
სამხედროები გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 დაჭრილიდან ორის მდგომარეობა მძიმეა და მათ ახლა ოპერაცია უტარდებათ ქალაქ რუსთავის საავადმყოფოში.

დანარჩენი 11 სამხედრო ქალაქ გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება.

სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, თერთმეტივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

13 დაშავდა და სამი სამხედრო გარდაიცვალა დღეს, დილის 11 საათისთვის, პირველი საარტილერიო ბრიგადის ნაღმმტყორცნელთა ბატალიონის ასეულის ჯარისკაცების წვრთნების დროს სასწავლო ცენტრ „კრწანისში“.

ქალაქ რუსთავის საავადმყოფოს მთავარი ექიმი პაპუნა ბახტაძე ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ საავადმყოფოში დარჩენილი ორი სამხედროს მდგომარეობა მძიმეა. რუსთავის საავადმყოფოს ექიმების დასახმარებლად თბილისიდან ორი ექიმი ჩავიდა.

ერთ სამხედროს ყელის არეში აქვს დაზიანება. ბახტაძის თქმით, მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, თუმცა ექიმები მაქსიმალურად ეცდებიან, სამხედროს ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუმჯობესონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი