ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო აფეთქების დეტალების შესახებ

11 იანვარი, 2011 • • 1064
თავდაცვის სამინისტრო აფეთქების დეტალების შესახებ

თავდაცვის სამინისტრო დღეს კრწანისის სასწავლო ცენტრში აფეთქების შესახებ განცხადებას აქვეყნებს და ადასტურებს სამი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის და 13–ის დაჭრის ფაქტს.

“თავდაცვის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს დღეს გარდაცვლილი სამხედროების ოჯახებს. დღეს 11.00 სთ–ზე პირველი საარტილერიო ბრიგადის ნაღმმტყორცნელთა ბატალიონის ასეულის ჯარისკაცების წვრთნების დროს სასწავლო ცენტრ „კრწანისში“აფეთქება მოხდა. 120 მმ ნაღმმტყორცნის ჭურვის აფეთქება, სავარაუდოდ, წვრთნის დროს დაშვებულმა ტექნიკურმა შეცდომამ გამოიწვია. უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულია სამი სამხედრო მოსამსახურე და დაჭრილია 13. მომხდარს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია და გენერალური ინსპექცია იძიებს”.

ქალაქ რუსთავის საავადმყოფოში, სადაც ამ დროისთვის დაჭრილი სამხედროებია არიამ მოთავსებული, მათი ნათესავები, ახლობლები იმყოფებიან. 

თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია რუსთავის საავადმყოფოში სამხედროების მოსანახულებლად წავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი