ახალი ამბები

პოლონეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის საქართველოს მოქალქეები დააკავეს

11 იანვარი, 2011 • 955
პოლონეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის საქართველოს  მოქალქეები დააკავეს

ევროკავშირის ქვეყნის, კერძოდ კი, პოლონეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის ბელორუსში დღეს საქართველოს  სამი მოქალაქე დააკავეს. საქართველოს მოქალაქეები პოლონეთის საზღვარზე  ბელორუსის ოპერატიულმა ჯგუფმა დააკავა.

როგორც ცნობილია, დაკავებულები ამჟამად წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იმყოფებიან და საქართველოში დეპორტაცია ემუქრებათ. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, თითქოს პოლონეთმა განსაკუთრებულად გამარტივებული რეჟიმი შემოიღო მოქალაქეების დასაქმების თვალსაზრისით.

„კერძოდ, ეს ეხებოდა უკრაინის, მოლდოვის, ბელორუსისა და, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებსაც. ამ ინფორმაციის თანახმად, მათ საშუალება ეძლეოდათ გამარტივებული გზით მოეპოვებინათ სამუშაო ნებართვა პოლონეთში. მინდა დავაზუსტო, რომ აქ არის საუბარი მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც ოფიციალურად რეზიდენტები არიან, იმყოფებიან პოლონეთის ტერიტორიაზე და რომელთაც უკვე აქვთ მუშაობის უფლება. მათთვის გამარტივდება ხანგრძლივი სამუშაო უფლების მოპოვება და მათი დამსაქმებელი ამ მოთხოვნით მიმართავს სახელმწიფო უწყებებს მათთვის გამარტივებული რეჟიმით მუშაობის უფლების მინიჭებისთვის. ვაცნობებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მცდარია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ისინი გაემგზავრებიან პოლონეთში და იქ მარტივად მოიპოვებენ სამუშაოს“აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი