ახალი ამბები

პროტესტი გეებისთვის ცალკე საპირფარეშოების მოწყობის გამო

11 იანვარი, 2011 •
პროტესტი გეებისთვის ცალკე საპირფარეშოების მოწყობის გამო

იმ დროს, როცა ბრაზილია ტრადიციული საკარნავალო ფესტივალისთვის ემზადება, რომელიც 4–9 მარტს უნდა გაიმართოს, დიდი ვნებათაღელვა და კამათი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ  სამბას სკოლებში, რომლებიც კარნავალისთვის ემზადებიან, ცალკე მოაწყვეს საპირფარეშოები გეებისა და ტრანსვესტიტებისათვის. პროტესტანტები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან ჰგავს წარსულში ადამიანების თეთრკანიანებად და შავკანიანებად დაყოფასა და დახარისხებას.

„ეს საკარნავალო აპარტეიდია!“ – უთხრა ჟურნალისტებს კლაუდიო ნასიმენტომ, ანტიჰომოფობიური სამთავრობო პროგრამის ხელმძღვანელმა.

მომხრეების არგუმენტები იმაში მდგომარეობს, რომ, მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება  თავად გეებისა და ტრანსვესტიტების უსაფრთხოების მიზნით იქნა მიღებული.

„ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ“ – ამბობს რიოს კარნავალის დირექტორი ირენ აროჯო, რომელიც, ასევე, ხელმძღვანელობს საბმას სკოლების დამოუკიდებელი ლიგის კულტურულ პროგრამას. მისივე თქმით, გეებს, ლესბოსელებს, ბისექსუალებსა და ტრანსსექსუალებს შეუძლიათ ისარგებლონ როგორც სპეციალური, ისე ჩვეულებრივი ტუალეტებით.

გეების უფლებების დამცველების აზრი ორად გაიყო, ზოგი მათგანი თვლის, რომ სპეციალური საპირფარეშოების გამოყენებით სტიგმატიზაციის საფრთხე იქმნება.

სხვათა შორის, რიო დე ჟანეირო გეებისადმი ყველაზე კეთილგანწყობილ ადგილად ითვლება  მსოფლიოში.

ამის მიუხედავად, ჰომოფობია კვლავაც ძლიერადაა გავრცელებული ბრაზილიაში, სადაც გეების მკვლელობების რიცხვი 62%–ს აჭარბებს ბოლო ორი წლის განმავლობაში. ორი წლის წინათ კი, 2009 წელს ბრაზილიაში გეების მკვლელობის 198 შემთხვევა დაფიქსირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი