ქართული და ესტონური ქალაქების დამეგობრების მიზნით, უახლოეს მომავალში ესტონეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალური ვებ–გვერდი იუწყება.
ესტონეთის ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ასოციაციის ხელმძღვანელობა საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ჯერ უცნობია იმ საკითხების დეტალები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის გაფორმებულ მემორანდუმში აისახება.
ვებგვერდის ინფორმაციით, იგეგმება ასევე ესტონეთის სამთო-სათხილამურო კურორტ ოტეპეს სვანეთთან დამეგობრება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთში უკვე იმყოფებოდა.