ჩარტერული რეისები თბილისსა და მოსკოვს შორის მარტის ბოლომდე გაგრძელდება.
კვირაში ოთხი დღე (სამშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, კვირა) ფრენას ქართული ავიაკომპანია აირზენა, ხოლო დარჩენილი სამი დღე რუსული ავიაკომპანია სიბირი (Sibir) განახორციელებს.
აირზენას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ ჩარტერული რეისების განხორციელება თბილისსა და მოსკოვს შორის 2010 წლის ნოემბრიდან დაიწყო.
ჩარტერულ რეისებისთვის ნებართვისთვის ავიაკომპანიებმა თანხმობა საქართველოს ტრანსპორტის ადმინისტრაციისაგან და რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსგან მიიღეს.
სიბირი პირველი რუსული კომპანიაა, რომელსაც საქართველოს ტრანსპორტის ადმინისტრაციამ ფრენის უფლება მისცა.