ახალი ამბები

ოტობაიაში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობა დასრულდა

10 იანვარი, 2011 • • 1186
ოტობაიაში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობა დასრულდა

სამხედრო ბაზა ოტობაიაში
სამხედრო ბაზა ოტობაიაში

წყარომ ნეტგაზეთს გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში აშენებული ახალი რუსული სამხედრო ბაზის ფოტოები გამოუგზავნა. სამხედრო ბაზა გალის რაიონში ენგურის ხიდიდან დაახლოებით 600 მეტრშია აშენებული. მისი აშენება რუსმა სამხედროებმა 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ დაიწყეს და ძირითადი სამუშაოები ცოტა ხნის წინ დაასრულეს. ნეტგაზეთის წყაროს ინფორმაციიით, მშენებლობაზე, ძირითადად, ჩრდილოკავკასიელები, კონკრეტულად კი, ყაბარდოელები მუშაობდნენ. ადგილობრივებს სამხედრო ბაზის აშენებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. რუსულ ბაზაზე ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე ათეული ჯარისკაცი იმყოფება, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე აშენებული ფეშენებელური შენობა-ნაგებობები კი დაახლოებით ათას კაცზეა გათვლილი. ჯერჯერობით შეუძლებელია იმის გარკვევა,  სამხედრო ბაზაზე რუსებს რა ტიპის და რა რაოდენობის სამხედრო ტექნიკა აქვთ განთავსებული.

რუსული სამხერდო ბაზა ოტობაიაში
რუსული სამხერდო ბაზა ოტობაიაში

 

რუსული სამხედრო ბაზა ოტობაიაში
რუსული სამხედრო ბაზა ოტობაიაში

მასალების გადაბეჭდვის წესი