ახალი ამბები

აშშ საქართველოს სკოლების განახლებისთვის 54 მილიონ დოლარს გამოყოფს

18 დეკემბერი, 2015 • 1178
აშშ საქართველოს სკოლების განახლებისთვის 54 მილიონ დოლარს გამოყოფს

აშშ-ის მთავრობა მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლების განახლებისთვის 54 აშშ მილიონ დოლარს გამოყოფს.

ოფიციალური ინფორმაციით, სამუშაოები დაიწყო მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის 30 სკოლაში. საბოლოოდ კი საქართველოში 100 სკოლა უნდა გარემონტდეს.

“განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამ პროექტის განხორციელებისათვის”, – წერია აშშ-ის საელჩოს ფეისბუკის გვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი