ახალი ამბები

დღეს საკონსტიტუციო სასამართლო ფარული მიყურადების პრაქტიკის კონსტიტუციურობაზე იმსჯელებს

17 დეკემბერი, 2015 • 1913
დღეს საკონსტიტუციო სასამართლო ფარული მიყურადების პრაქტიკის კონსტიტუციურობაზე იმსჯელებს

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები დღეს კამპანია “ეს შენ გეხებას” ფარგლებში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიერ მომზადებულ სარჩელს განიხილავენ.

მოსარჩელეები კანონის იმ ნორმებს ასაჩივრებენ, რის საფუძველზეც სამართალდამცავ ორგანოებს კომუნიკაციებთან წვდომის შესაძლებლობა აქვთ. ის ნორმები, რომლებსაც ისინი ასაჩივრებენ, საიას იურისტის გიორგი გოცირიძის განმარტებით, ადამიანის თვალთვალისა და მოსმენების უფლებას სასამართლო ნებართვის გარეშე იძლევა:

“მიგვაჩნია, რომ ამგვარი შესაძლებლობა სამართ.ორგანოების კონსტიტუციის მე_16 და მე_20 მუხლებს ეწინააღმდეგება, რაც პირად ცხოვრებაში უსაფუძვლოდ ჩარევას ნიშნავს” _ განმარტა “ნეტგაზეთთან” გიორგი გოცირიძემ.

გოცირიძის შეფასებით, მოსმენების ე.წ. გასაღები უნდა ჰქონდეს ნეიტრალურ მხარეს ან მობილირ ოპერატორებს, როგორც ეს ევროპის ქვეყნების უმრავლესობაშია.

სასამართლო დღეს პროკურატურის წარმომადგენელს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს თამარ ქალდანს მოუსმენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი