ახალი ამბები

შსს –ს განცხადება აქციის შემდეგ

4 იანვარი, 2011 • 1257
შსს –ს განცხადება აქციის შემდეგ

შინაგანა საქმეთა სამინისტრომ 3 იანვარს თბილისში გმირთა მოედანზე ვეტერანების აქციის ძალით დაშლის შემდეგ პირველი განცხადება გაავრცელა. 

განცხადების სრული ტექსტი:

“2011 წლის 3 იანვარს გმირთა მოედანზე საპატრულო პოლიციის მიერ ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევის გამო დაკავებული იქნენ– ზაზა გერმანოზაშვილი, ილია ჩილოშვილი, ვალერიან ძებირაშვილი, ლევან ასათიანი, მალხაზ თოფურია, ამურ რევიშვილი, სერგო დვალი, ლევონ ასატრიანი, ლეონიდ ეხვაია, შოთა იამანიძე და შოთა ზღუდაძე. აღნიშნული პირები მართავდნენ საპროტესტო აქციას საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან, სადაც ასევე  გაშლილი ჰქონდათ თვითნაკეთი კარავი. აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ ადგილზე გამოცხადებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნას კარვის აღების თაობაზე, გაუწიეს მათ ფიზიკური წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. აქციის მონაწილეებიდან განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა რამდენიმე პიროვნება, რომელთაც აშკარად ეტყობოდათ, რომ იყვნენ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.

დაკავებულები შემოწმებულნი იქნენ ნარკოლოგიური ექსპერტიზის მიერ, რის შედეგადაც ორ მათგანს დაუდგინდა ალკოჰოლური სიმთვრალე.

ზემოთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ჩატარდება სასამართლო სხდომა, სადაც იმსჯელებენ დაკავებულთათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი