ახალი ამბები

სასამართლო პროცესზე დაკავებულების ახლობლებს არ უშვებენ

4 იანვარი, 2011 • 1112
სასამართლო პროცესზე დაკავებულების ახლობლებს არ უშვებენ

 

ამ წუთებში იწყება თბილისში ომის ვეტერანების აქციაზე დაკავებული პირების აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

 

პროცესს მხოლოდ  ადვოკატები დაესწრებიან. დაკავებულების 25–მდე ახლობელს პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არა აქვს, რადგან მათ უარი განუცხადეს. ამ ფაქტმა ახლობლების გაღიზიანება გამოიწვია და სასამართლოს მანდატურს  იმის განმარტება თხოვეს, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით არ აძლევდნენ სასამართლოზე უფლებას.

მანდატურმა  განაცხადა, რომ დარბაზი, სადაც სასამართლოს პროცესი გაიმართება არის პატარა და მხოლოდ 7 დაკავებული და მათი ადვოკატები დაეტევიან.

ვეტერანების აქციის ძალით დაშლის დროს დაკავებულებს ბრალი გუშინ გვიან ღამით წაუყენეს. მათ ბრალი ედებათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობაში.

აქცია, რომელიც  ომის ვეტერანებმა 27 დეკემბერს დაიწყეს, პოლიციამ 3 იანვარს ძალით დაშალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი