ახალი ამბები

საია ვეტერანების აქციის გამო ვანო მერაბიშვილს მიმართავს

4 იანვარი, 2011 •
საია ვეტერანების აქციის გამო ვანო მერაბიშვილს მიმართავს

 


Action-3.jan.2010 GYLA comment by netgazeti2011

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 3 იანვარს აქციის მონაწილეების ძალით დაშლას სამართალდამცავების მხრიდან აფასებს როგორც უფლებამოსილების გადამეტებას და იმ პირების პასუხისგებაში მიცემას ითხოვს, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო.

ორგანიზაციის თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის თქმით, მალე გაავრცელებენ განცხადებას და მიმართავენ შინაგან საქმეთა მინისტრს.

„დანარჩენი  შიდაუწყებრივი საქმეა, გაარკვიონ, ვისი გადაწყვეტილებით მოხდა ამ აქციის დაშლა, ვინ გასცა ბრძანება და ვინ მიიღო მონაწილეობა“, განაცხადა ნეტგაზეთთან საუბრისას ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით,  აქციის მონაწილეების მხრიდან კანონის დარღვევა არ მომხდარა:  „ვიდეომასალიდან ნათლად ჩანს, რომ  ისინი უბრალოდ სხედან ადგილზე, სადაც არ არის ტრანსპორტის მოძრაობა. ამის მიუხედავად, მათთან მიდის საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი, ასევე მიდიან პირები, რომლებიც არ არიან სამართალდამცავი ორგანოების ფორმაში, თუმცა აშკარაა, რომ წარმოადგენენ სამართალდამცავ ორგანოებს  და თხოვენ, რომ დატოვონ ეს ტერიტორია.

ასევე, ამ სამართალდამცავ ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ზეწოლას, დააკავეს პირები, რომლებიც არ უწევდნენ პოლიციას წინააღმდეგობას, რაც კადრებიდანაც ჩანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი