ქართული პარტია დღეს გმირთა მოედანზე დაგეგმილ აქციას შეუერთდება. ამის შესახებ ნეტგაზეთს პარტიის ერთე–რთმა წევრმა სოფო ხორგუანმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად პოლიციამ 3 დეკემბერს ქართული პარტიის წევრიც დააკავა. ამასთან დაკავშირებით, ხორგუანის ცნობით,  პარტიის ოფისში განცხადებას დღეს, 12 საათზე, გააკეთებენ.

მოქალაქეები  აქციას მოშიმშილე ვეტერანების მხადასაჭერად, რომლებიც პოლიციამ გუშინ ძალის გამოყენებით დაშალა, დღეს 3 საათზე გეგმავენ. აქციის ორგანიზება გუშინ საღამოს სოციალურ ქსელებზე დაიწყო. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *