ახალი ამბები

საქართველოს ბანკი The Banker-ის მიერ საუკეთესო ბანკად დასახელდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

15 დეკემბერი, 2015 •
საქართველოს ბანკი The Banker-ის მიერ საუკეთესო ბანკად დასახელდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა განაცხადა, The Banker-ის ჯილდოს – „2015 წლის საუკეთესო ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში“ მიღების შესახებ. საქართველოს ბანკი პირველი კომპანიაა კავკასიიდან, რომელმაც მოიპოვა ხსენებულ რეგიონში საუკეთესო ბანკის წოდება.

გამოცემა The Banker-ი 1926 წლიდან არსებობს და მისი ჯილდოები ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია საბანკო ინდუსტრიაში. The Banker-ის ჯილდოები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაეცემა წამყვან კომერციულ და საინვესტიციო ბანკებს, მათი მიღწევების აღსანიშნავად.

მასალების გადაბეჭდვის წესი