ახალი ამბები

მოგერინი: საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ანგარიში დეკემბერში გამოქვეყნდება

14 დეკემბერი, 2015 • 1105
მოგერინი: საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ანგარიში დეკემბერში გამოქვეყნდება

“დღეს ვისაუბრეთ ამ საკითხზე და პოზიტიური შედეგი გვაქვს, ანგარიში მიმდინარე თვეში გამოქვეყნდება”, – ამბობს ფედერიკა მოგერინი, ევროკავშირის უმაღლესი კომისარი გაფართოებისა და უსაფრთხოების საკითხებში.

საქართველოსა და უკრაინაზე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროგრესის ანგარიშების გამოქვეყნება გადაიდო. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიუსელში მომუშავე რადიო თავისუფალი ევროპის ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი აქვეყნებს.

საქართველოსა და უკრაინის პროგრესზე ევროკომისიის ანგარიშები ხვალ, 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნებულიყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი