სოფელ დიდ ლილოში მიუსაფართა თავშესაფრის სარემონტო სამუშაოები, თითქმის, დასრულებულია. ბენეფიციარები ახალ თავშესაფარში, სავარაუდოდ, ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე გადავლენ.
ახალი თავშესაფარი 240 ბენეფიციარზეია გათვლილი. ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად, მოსკოვის გამზირზე მდებარე თავშესაფარში 200-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს.
ახალი თავშესაფრის ერთსართულიანი შენობა ორ ფლიგელად არის დაყოფილი. საერთო ჯამში, შენობაში 24 საძინებელია, [ერთ საძინებელში რამდენიმე ორსართულიანი საწოლია], სველი წერტილები, სასადილო ოთახი, მედპუნქტი, სტაციონარი, ფსიქოლოგის კაბინეტი. ყველა ოთახში, მათ შორის აბაზანაში დამონტაჟებულია გათბობის სისტემა და ვენტილაცია.
თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ თავშესაფარი უზრუნველყოფილი იქნება გაზმომარაგებით, ხანძარსაქრობითა და საქვაბით.
პროექტისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 600 000 ლარია გამოყოფილი. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „RSP 40“ აწარმოებს.
მიუსაფართა თავშესაფარი თბილისში; ფოტო: ნინო კახიშვილი/ნეტგაზეთიმიუსაფართა თავშესაფარი თბილისში; ფოტო: ნინო კახიშვილი/ნეტგაზეთისარემონტო სამუშაოები გრძელდება. მიუსაფართა თავშესაფარი თბილისში; ფოტო: ნინო კახიშვილი/ნეტგაზეთიმიუსაფართა თავშესაფარი თბილისში; ფოტო: ნინო კახიშვილი/ნეტგაზეთიმიუსაფართა თავშესაფარი თბილისში; ფოტო: ნინო კახიშვილი/ნეტგაზეთისაძინებელი ოთახები. მიუსაფართა თავშესაფარი თბილისში; ფოტო: ნინო კახიშვილი/ნეტგაზეთიმიუსაფართა თავშესაფარი თბილისში; ფოტო: ნინო კახიშვილი/ნეტგაზეთიტანსაცმლისა და ნივთების შესანახი კარადები. მიუსაფართა თავშესაფარი თბილისში; ფოტო: ნინო კახიშვილი/ნეტგაზეთიმიუსაფართა თავშესაფარი თბილისში; ფოტო: ნინო კახიშვილი/ნეტგაზეთისამზარეულო. მიუსაფართა თავშესაფარი თბილისში; ფოტო: ნინო კახიშვილი/ნეტგაზეთისამზარეულო ოთახი; მიუსაფართა თავშესაფარი თბილისში; ფოტო: ნინო კახიშვილი/ნეტგაზეთისასადილო შესასვლელი ეზოს მხრიდან. მიუსაფართა თავშესაფარი თბილისში; ფოტო: ნინო კახიშვილი/ნეტგაზეთისამედიცინო პუნქტი. მიუსაფართა თავშესაფარი თბილისში; ფოტო: ნინო კახიშვილი/ნეტგაზეთიმიუსაფართა თავშესაფარი თბილისში; ფოტო: ნინო კახიშვილი/ნეტგაზეთიმიუსაფართა თავშესაფარი თბილისში; ფოტო: ნინო კახიშვილი/ნეტგაზეთიმიუსაფართა თავშესაფარი თბილისში; ფოტო: ნინო კახიშვილი/ნეტგაზეთისაშხაპეები; მიუსაფართა თავშესაფარი თბილისში; ფოტო: ნინო კახიშვილი/ნეტგაზეთიმიუსაფართა თავშესაფარი თბილისში; ფოტო: ნინო კახიშვილი/ნეტგაზეთიმიუსაფართა თავშესაფარი თბილისში; ფოტო: ნინო კახიშვილი/ნეტგაზეთიეზო, სადაც ბენეფიციარებისთვის დასასვენებელი ადგილი უნდა მოეწყოს; მიუსაფართა თავშესაფარი თბილისში; ფოტო: ნინო კახიშვილი/ნეტგაზეთიმიუსაფართა თავშესაფარი თბილისში; ფოტო: ნინო კახიშვილი/ნეტგაზეთი