ახალი ამბები

სიღნაღში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს მთავრობა 5000 ლარით დაეხმარება

12 დეკემბერი, 2015 • 1639
სიღნაღში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს მთავრობა 5000 ლარით დაეხმარება

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, გუშინ ღამით სიღნაღში ხანძრის შედეგად დაზარალებულ თითოეულ ოჯახს ადგილობრივი მთავრობა 5000 ლარით დაეხმარება.

“ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან შესაძლებელია თითოეულ ოჯახს გაეწიოს 5000-ლარიანი დახმარება. ორივე ოჯახს აქვს საშუალება მიმართონ მუნიციპალურ გამგეობას და მოითხოვონ ბიუჯეტით გათვალისწინებული დახმარება,” – განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.

ხანძარი სიღნაღში 11 დეკემბერს, ღამით, ბიზნესმენ ჯონ ვურდემანის რესროტანსა და სახლს გაუჩნდა. როგორც საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, მეხანძრეებმა სახლის ნაწილის გადარჩენა შეძლეს. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისათვის უცნობია.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი