ახალი ამბები

„ვენდი“ ჯადოსნურ საახალწლო წარმოდგენაზე პირველად სოციალურად დაუცველ ბავშვებს მასპინძლობს

11 დეკემბერი, 2015 • 1369
„ვენდი“  ჯადოსნურ საახალწლო წარმოდგენაზე პირველად სოციალურად დაუცველ   ბავშვებს მასპინძლობს

„ვენდი“ ჯადოსნურ საახალწლო წარმოდგენაზე პირველად არასამთავრობო ორგანიზაცია „ქვიშის საათის“ ბენეფიციარ სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს მასპინძლობს.

26 მაისის მოედანზე მდებარე მსოფლიოში ყველაზე დიდი „ვენდის“ ამერიკული რესტორანი 25 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით და 2 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით საახალწლო წარმოდგენებს ყველა მსურველისთვისაც მართავს, რომ სადღესასწაულო განწყობა ბავშვებს ყველასათვის საყვარელი ანიმატორი „ვენდის“, საახალწლო გმირების – ელზასა, ელფის და სანტას მონაწილეობით შეუქმნან.

წინასაახალწლოდ „ვენდიში“ სტუმრად მოსულ ბავშვებს 2 საათიანი ჯადოსნური წარმოდგენა და განსაკუთრებული სიურპრიზები ელით. უამრავი თამაში და საახალწლო აქტივობა, სანტა კლაუსი უამრავი საჩუქრით, სპეციალური საახალწლო საბავშვო მენიუ 2 ჯერ მეტი „ვენდის“ მონეტით ბავშვებს დაუვიწყარ დღესასწაულს აჩუქებს.

საახალწლო წარმოდგენაზე დასასწრები ბილეთების შეძენა „ვენდის“ დაბადების დღის ცენტრებში, ფილარმონიის სალაროებსა და ვებ საიტ www.TKT.ge-ზეა შესაძლებელი. ბილეთის ფასი 20 ლარია.

„ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო და დღეს „ვენდის“ რესტორნები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, სამების ტაძრის გვერდით, საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩა #37-ში და აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, გორსა და წყნეთში მდებარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი