ახალი ამბები

ჰოლბრუკის ქუჩა თბილისში

28 დეკემბერი, 2010 • • 1895
ჰოლბრუკის ქუჩა თბილისში

27 დეკემბერს საკრებულოს სხდომაზე გადაწყდა, რომ თბილისში ერთ–ერთ ქუჩას რიჩარდ ჰოლბრუკის სახელი დაერქმევა. ამერიკელი დიპლომატის სახელობის ქუჩა ისან–სამგორის რაიონში იქნება.

საკრებულოს სხდომაზე საკითხი  განსახილველად საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლაშა იმედაშვილმა გამოიტანა.

ჰოლბრუკის ქუჩასთან ერთად, რამდენიმე ქუჩას გადაერქვა ან დაერქვა სახელი. გლდანი– ნაძალადევის რაიონში, ე.წ. “ბერთუბანში” მდებარე უსახელო ქუჩას ბერთუბანის სახელი მიენიჭა, ხოლო  დაბა წყნეთში, დიდგორის რაიონში, არსებულ სტალინის ქუჩას   დიმიტრი ამილახვარის სახელი ეწოდა.  რაც შეეხება ვაკე–საბურთალოს რაიონში მდებარე საირმის ქუჩის გაგრძელებაზე არსებულ ერთ გასასვლელსა და ოთხ ჩიხს, მათ საირმის სახელწოდება მიენიჭათ, თუმცა, ნუმერაცია თბილისის მერიის მიერ იქნება დადგენილი,–წერს საკრებულოს ოფიციალური ინტერნეტ გვერდი.

მასალების გადაბეჭდვის წესი