ნეტგაზეთი | „გალტ & თაგარტმა“ და „პაშა ბანკმა“ GWP-ის ლარში დენომინირებული 2 წლიანი ობლიგაციები განათავსეს „გალტ & თაგარტმა“ და „პაშა ბანკმა“ GWP-ის ლარში დენომინირებული 2 წლიანი ობლიგაციები განათავსეს – Netgazeti
RU | GE  

„გალტ & თაგარტმა“ და „პაშა ბანკმა“ GWP-ის ლარში დენომინირებული 2 წლიანი ობლიგაციები განათავსეს

სს „გალტ & თაგარტმა“ და „პაშა ბანკმა“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) 6,000,000 ლარის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვეს.

ობლიგაციების ვადა 2 წელია და მისი ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად: ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 7.5%-იანი მარჟა. შესაბამისად, ობლიგაციის ეფექტური ღირებულება, დღეის მდგომარეობით, შეადგენს წლიურ 15%-ს და გადახდა განხორციელდება ყოველკვარტალურად. განთავსების აგენტები, „პაშა ბანკი“ და „გალტ & თაგარტი“, უზრუნველყოფენ, რომ GWP-ის ობლიგაციები დაშვებულ იქნეს საქართველოს საფონდო ბირჟაზე.

„ფაქტია დღეს უფრო მეტი ფინანსური ინსტიტუტი გამოხატავს მზადყოფნას, რომ სახსრები დააბანდოს ჩვენს კომპანიაში, რადგან სანდოობა კომპანიის მიმართ გაზრდილია – ამას ადასტურებს  Fitch-ის რეიტინგიც, რომელიც, სულ ახლახან, მიენიჭა GWP-ს“, – განაცხადა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“,  საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, არსებითია საკრედიტო რესურსების დივერსიფიკაცია. GWP-თვის ეს უკვე ობლიგაციების ემისიის მეორე რაუნდია, ამჯერად უკვე 6 მლნ ლარზე  და გამოშვებული ობლიგაციები სრული მოცულობით თავსდება. პირველად, ობლიგაციების განთავსება მიმდინარე წლის აგვისტოში, 2.6 მლნ ლარის ოდენობით მოხდა.

GWP-ის ახალი მენეჯმენტი მზად არის ითანამშრომლოს სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტთან და ფონდებთან იმისთვის, რომ განხორციელდეს ის პროექტები, რაც  მნიშვნელოვანია კომპანიის განვითარებისთვის“, – აღნიშნა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი ვახტანგიშვილმა.

„პაშა ბანკი“ აზერბაიჯანში ფასიანი ქაღალდების გამოშვების კუთხით მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე ფინანსური ინსტიტუტია და საქართველოშიც, ამ მიმართულებით ბაზრის განსავითარებლად აქტიურ მუშაობას გეგმავს. მაისში ჩვენ უზრუნველვყავით ფინკა ბანკის 20,000,000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდების განთავსება და მოხარულნი ვართ, რომ ამჯერად „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ და „გალტ & თაგარტთან“ პარტნიორობაც ასევე წარმატებით შედგა. აღნიშნული თანამშრომლობით, ჩვენ კიდევ უფრო გავამყარეთ უკვე არსებული პარტნიორობა GWP-ისთან, რასაც საფუძველი მიმდინარე წლის მარტში ჩაეყარა, როდესაც „პაშა ბანკმა“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” და „რუსთავის წყალი“ 22.5 მლნ ლარის ოდენობის საკრედიტო რესურსით უზრუნველყო”, – განაცხადა „პაშა ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა შაჰინ მამმადოვმა.

„მოხარული ვარ, რომ „გალტ & თაგარტის“ მეშვეობით კიდევ ერთი ქართული კომპანიის ობლიგაციები  წარმატებით განთავსდა. „გალტ & თაგარტმა“ უკვე ხელი შეუწყო, ჯამში, 100 მლნ ლარის მოცულობის ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებას, რითაც მხარს უჭერს საქართველოში კაპიტალის ბაზრების ჩამოყალიბებას და კომპანიებისთვის – მათი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს ფინანსურ რესურსზე წვდომას. ამ დროისთვის, „გალტ & თაგარტი“, საკუთარი პროფესიონალთა გუნდისა და გამოცდილების წყალობით, გახდა საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში. მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იმუშავა აღნიშნულ გარიგებაზე და წარმატება ვუსურვო კომპანია GWP-ს“, – განაცხადა „გალტ & თაგარტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.

„გალტ & თაგარტმა“ და „პაშა ბანკმა“ GWP-ის ლარში დენომინირებული 2 წლიანი ობლიგაციები განათავსეს; ფოტოზე: გიორგი ცხადაძე [შუაში], გიორგი ვახტანგიშვილი [მარჯვნიდან პირველი], შაჰინ მამმადოვი [მარჯვნიდან მეორე]. ფოტო: გალტ & თაგარტი

„გალტ & თაგარტმა“ და „პაშა ბანკმა“ GWP-ის ლარში დენომინირებული 2 წლიანი ობლიგაციები განათავსეს; ფოტოზე: გიორგი ცხადაძე [შუაში], გიორგი ვახტანგიშვილი [მარჯვნიდან პირველი], შაჰინ მამმადოვი [მარჯვნიდან მეორე]. ფოტო: გალტ & თაგარტი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი