ახალი ამბები

სისხლიანი შობა

25 დეკემბერი, 2010 • • 1227
სისხლიანი შობა

შობის ღამე აფეთქებების სერიით დაიწყო. ხუთი ბომბი აფეთქდა ნიგერიაში, სადაც მინიმუმ 8 ადამიანი გარდაიცვალა, ფილიპინებში აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიჭრა.

40 ადამიანი გარდაიცვალა, 70 დაიჭრა აფეთქების შედეგად პაკისტანში. პაკისტანში. თვიმკვლელმა ტერორისტმა თავი მსოფლიო საკვების პროგრამის დისტრიბუციის ცენტრში აიფეთქა.

CNN წერს, რომ აფეთქების შედეგად მინიმუმ 40 ადამიანია დაღუპული. მათ შორის არ არიან ორგანიზაციის თანამშრომლები.

აფეთქება დღეს, 25 დეკემბერს, მოხდა.

შობის ღამეს ნიგერიის ქალაქ ჯოსში აფეთქების ხმა ხუთჯერ გაისმა. ბომბები მაშინ აფეთქდა, როდესაც ქალაქში მცხოვრებნი შობას ზეიმობდნენ. რეგიონის ოფიციალური პირები გარდაცვლილებსა და დაჭრილებზე საუბრობენ.

სიენენის ინფორმაციით, არ არის ცნობილი, თუ რამდენი ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ ერთ-ერთმა თვითმხილველმა რვა გარდაცვლილი ადამიანი ნახა.

ჩოჯი გიანგის, შტატის გუბერნატორის თანაშემწის ინფორმაციით, ორი ბომბი ჯოსში აფეთქდა, დაახლოებით 5-20 წუთის ინტერვალით, დანარჩენი სამი კი –კაბონგის რეგიონში.

ჰასან ჯონი, იქ მცხოვრები ჟურნალისტი საღამოს 7 საათზე გამოვიდა ეკლესიიდან, სწორედ ამ დროს გაიგო მან პირველი აფეთქების ხმა.

“როცა იქ მივედი, ქალები ტიროდნენ, ხალხი ყვიროდა, იქაურობა სისხლით იყო სავსე”.

ჯონმა 8 გარდაცვლილი დაითვალა, მათ შორის 7 ეკლესიის შენობაში.

გაინგი, რომელიც რელიგიურ საკითხებში მთავრობის მრჩეველია, ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, თუ ვინ დანაღმა შენობები.

“შობის ღამე იყო, ამ დროს ძალიან ბევრი რამ ხდება. ადამიანები შობისთვის ემზადებიან, ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა ქალაქში”.

მისი თქმით, ბომბები იქ აფეთქდა, სადაც ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი. რაპორტი, რომელიც მან მიიღო, უამრავი გარდაცვლილის შესახებ იტყობინებოდა.

აფეთქებებმა ქალაქში ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვიეს, რომ სამართალდამცავებს ჰაერში მოუხდათ რამდენიმე გასროლა.

გიანგის ინფორმაციით, ქალაქის სამათალდამცავები აფეთქებების შესახებ მუქარის წერილებს იღებდნენ. სამართალდამცავები ამ წერილებს არასერიოზულად მოეკიდნენ,ამბობს ის.

“ხუთი აფეთქება ნიშნავს, რომ ქალაქში უსაფრთხოებაზე ლაპარაკიც არ შეიძლება”.

ფილიპინებში, ბომბი ეკლესიაში შობის ღამეს აფეთქდა. 6 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ერთი სასულიერო პირი.

ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო AFP ავრცელებს.

ფილიპინებში უკვე საუბრობენ, თუ ვინ შეიძლება იდგას აფეთქების უკან. ერთ-ერთ ვერსიად იმ მუსლიმანურ დაჯგუფებას ასახელებენ, რომელიც ალ ქაიდასთან თანამშრომლობს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი