ახალი ამბები

20– ლარიანი ვაუჩერი ელექტროენერგიის მილიონ მომხმარებელს

24 დეკემბერი, 2010 • • 1066
20– ლარიანი ვაუჩერი ელექტროენერგიის მილიონ მომხმარებელს

დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ნიკა გილაურმა მთავრობის გასვლით სხდომაზე მესტიაში 20– ლარიანი ენერგოვაუჩერის შესახებ ისაუბრა.

გილაურმა განაცხადა, რომ დაახლოებით 1 მილიონი აბონენტი საქართელოში 20 –ლარიან ვაუჩერს მიიღებს, რომლითაც მოხმარებულ ელექტროენერგიას გადაიხდის.

“თუ ეს პროექტი დამტკიცდა, მზად ვართ, უკვე იანვრიდან და თებერვლიდან დავიწყოთ”,–თქვა გილაურმა.

მისივე თქმით, პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ვაუჩერების დარიგება იანვრიდან დაიწყება და  თებერვლის ბოლომდე დასრულდება.

მისივე მტკიცებით, ინიციატივა 20-25 მილიონი ლარი დაჯდება. 

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვაუჩერი შესაძლოა იყოს გადაცემითი, რაც ნიშნავს, რომ თუ პირს არ სჭირდება მისი მოხმარება,  საშუალება ექნება, მისი კუთვნილი ვაუჩერი სხვას გადასცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი