ახალი ამბები

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რუსთავი2–სა და იმედს სანქცია დააკისრა

24 დეკემბერი, 2010 • • 1062
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რუსთავი2–სა და იმედს სანქცია დააკისრა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს ტელეკომპანია რუსთავი2–სა და იმედს სანქცია დააკისრა და სტუდია მონიტორის საჩივარი დააკმაყოფილა.

სტუდია მონიტორმა კომისიაში საჩივარი  26 ოქტომბერს შეიტანა. საჩივრის შეტანის საფუძველი ტელეკომპანიების მიერ „მაუწყებლობის შესახებ” კანონის დარღვევა გახდა, კერძოდ, რეკლამის, სპონსორობისა და ტელეშოპინგისათვის დადგენილი წესების დარღვევა. მონიტორი მარეგულირებელი კომისიისგან ტელევიზიების მიმართ კანონის მიხედვით არსებული სანქციების გამოყენებას მოითხოვდა.

“ტელეკომპანიებს გაფრთხილება აქვთ მიცემული, ნიშნავს, რომ ისინი  სანქცირებულნი არიან და თუ ტელეკომპანიები ხელმეორედ დაარღვევენ  კანონს, მათ უკვე ფულადი ჯარიმა დაეკისრებათ”,–ამბობს იურისტი თამარ კორძაია.

გიორგი მგელაძე, სტუდია მონიტორის ჟურნალისტი, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მათი საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

“ჩვენ გვქონდა ორი მოთხოვნა– სანქცირება, წერილობითი გაფრთხილება და ასევე დეკლარაციის გამოქვეყნება. ანუ, თავისი ეთერით, მათთვის საუკეთესო დროს, პრაიმ ტაიმში უნდა ეთქვათ, თუ რა და როგორ დაარღვიეს”,–ამბობს მგელაძე.

“ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ ჩვენი საჩივარი დაკმაყოფილდა, ეს არის საწყისი ღონისძიება, რომელიც განმეორების შემთხვევაში,  უფრო მკაცრს სანქციას ითვალისწინებს. გაფრთხილება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დეკლარაცია,”,–ამბობს სტუდია მონიტორის ერთ–ერთი იურისტი ნათია კაპანაძე.

ამავე თემაზე:

რა აღიარეს რუსთავი2–მა და იმედმა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი