ახალი ამბები

ბურჯანაძემ ილია II-სთან შეხვედრა ითხოვა

24 დეკემბერი, 2010 • • 1130
ბურჯანაძემ ილია II-სთან შეხვედრა ითხოვა

საქართელოს საპატრიარქოს სამდივნოს ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძემ ილია მეორესთან შეხვედრა ითხოვა, თუმცა შეხვედრა ჯერ არ არის დანიშნული.

რუსეთში ვიზიტით მყოფი ბურჯანაძე რუსეთის პატრიარქს, კირილე მეორეს შეხვდა. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ოფიციალური ინტერნეტ გვერდის ინფომაციით, შეხვედრაზე კირილ II-მ განაცხადა, – „ვერც ერთი ქართველი და რუსი პოლიტიკოსი, რომელმაც ორი ერის ურთიერთობებს ავნო, ამ ურთიერთობებისთვის ხაზის გადასმას ვერ შეძლებს”. 

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მთლიანობის საკითხი ეჭვგარეშეა და არ განიხილება. 

მიქაელ ბოტკოველი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ საპატრიარქოს ნინო ბურჯანაძის კირილე მეორესთან შეხვედრაზე პოზიცია არ აქვს.

“საპატრიარქოს რატომ უნდა ჰქონდეს პოზიცია, ბურჯანაძე  პოლიტიკოსია, სასულიერო პირი ხომ არ არის?”,–ამბობს ბოტკოველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი