ახალი ამბები

მოსკოვში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

24 დეკემბერი, 2010 • • 1252
მოსკოვში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

გუშინ, 23 დეკემბერს, მოსკოვის ჩრდილოეთ–აღმოსავლეთ ნაწილში, ერთ–ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში, საქართველოს მოქალაქე მოკლეს.

1977 წელს დაბადებული მამაკაცი – ეს ერთადერთი ინფორმაციაა, რაც დაღუპული საქართველოს მოქალაქის შესახებ არის ცნობილი.

დღეს რუსული მედია მკვლელობაზე წერს და საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ქილერებს უკავშირებს.

ოპერატიული მუშაკების ცნობით, საქართველოს მოქალაქე 19,45 წუთზე კალაშნიკოვის ტიპის იარაღით ჩაცხრილეს. ისინი ფიქრობენ, რომ დანაშაული შესაძლოა შეკვეთილი იყოს.

საინფორმაციო სააგენტო დნი.რუ –ს ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის მცხოვრებნი აცხადებდნენ, რომ როდესაც პოლიცია ადგილზე მივიდა, მამაკაცი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. თუმცა მალევე გაირდაიცვალა.

სამართალდამცავები დამნაშავეს ვიდეო კამერების საშუალებით ეძებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

დნი რუ წერს, რომ სამი დღის მანძილზე ეს უკვე მესამე მკვლელობაა. სხვა ორ გარდაცვლილს შორის ერთი აზერბაიჯანელი იყო, ხოლო მეორე კი– დაღესტანიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი