ახალი ამბები

გიორგი კოდუა საქართველოდან წასვლის მიზეზებზე საუბრობს

24 დეკემბერი, 2010 • 1115
გიორგი კოდუა საქართველოდან წასვლის მიზეზებზე საუბრობს

კომპანია “სკაი ჯორჯიას” პრეზიდენტი გიორგი კოდუა ამ წუთებში “კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის” ოფისში ჟურნალისტებს ხვდება და მათთან  საქართველოდან წასვლის მიზეზებზე საუბრობს.

მანამდე კი კოდუამ ამ მიზეზების შესახებ გაზეთ “ყველა სიახლისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

„მე, პირადად, დავიღალე ბრძოლით, ხელები ამიწევია, მივდივარ!” – განაცხადა კოდუამ „ყველა სიახლესთან“ ინტერვიუში. კოდუა საქართველოს ავიაციაში, მისი პოლიტიზირების გამო, შექმნილი პრობლემების თაობაზე საუბრობს: „დღეს საქართველოს ავიაბაზრის 13 პროცენტი უკავია “თურქიშ ეარლაინს”, 14% – “ლიუფტჰანზას” და 14% – “აირზენას”, თუმცა ამ უკანასკნელში მგზავრი აღარ ჯდება. არავითარი პატრიოტიზმი ქართულ ავიაციაში აღარ არსებობს და მთავრობიდან დაწყებული, უბრალო ადამიანებით დამთავრებული, აქებს და ადიდებს უცხოურ კომპანიებს. საქართველოში ავიაციის განვითარების სტრატეგია არ არსებობს.“

წინასწარი ინფორმაციით, კოდუა საქართველოდან გამგზავრებას 2011 წლის თებერვალში გეგმავს. იგი ტანზანიაში, კერძოდ, ქალაქ დარ-ეს-სალამში სახელმწიფო ავიაკომპანიის გენერალურ მენეჯერად იმუშავებს.

გიორგი კოდუა საქართველოს შს სამინიტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ირაკლი კოდუას ძმაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი