ახალი ამბები

კახა ბექაური:პრობლემა ფინანსებიდან მოდის

23 დეკემბერი, 2010 • • 984
კახა ბექაური:პრობლემა ფინანსებიდან მოდის

დღეს დილით ტელეკომპანია მაესტრომ მაუწყებლობა შეაჩერა. ტელეეკრანზე მხოლოდ წარწერა – „პროფილაქტიკა“ ჩანს.

ტელეკომპანიის დირექტორი კახა ბექაური ზუსტად ვერ ამბობს, თუ როდის ჩაირთვება არხი და როდის გაარგძელებს მაუწყებლობას.

ბექაური არხის ტექნიკურ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც არხის ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება.

„ყველა პრობლემა ფინანსებიდან მოდის. დროებითი ტექნიკური პრობლემებია, რომლებიც წესით მალე უნდა აღმოიფხვარას და როდისთვის იქნება აღმოფხვრილი, არ შემიძლია საუბარი“.

ბექაური ამბობს, რომ დღეს საღამოს ეცოდინება არხის მუშაობის გაგრძელების დრო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი