2010 წელს საქართელოში 57–მა უცხოელმა წყვილმა მოაწერა ხელი. იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის ინფორმაციით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქორწინების სახლებში, გასული წლის მონაცემებთან შედარებით, წელს 27–ით მეტმა წყვილმა მოაწერა ხელი.
„უცხოელთა შორის ყველაზე მეტი პოპულარობით სიღნაღის ქორწინების სახლი სარგებლობს. სიღნაღში ქორწინების სახლი 24– საათიან რეჟიმში მუშაობს, აქ ქორწინების არა ერთი ცერემონიალი ჩატარებულა ღამის სამ საათზე და გამთენიისას 5 საათზე“,–აცხადებს სააგენტო.
საქართველოში დაქორწინების მსურველებს არ სჭირდებათ სამოქალაქო რეესტრის სპეციალური ნებართვა, ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების უქონლობის შესახებ და პასპორტის თარგმანი.