ახალი ამბები

მარგველაშვილი სააკაშვილზე: როცა ორჯერ იყავი ქვეყნის პრეზიდენტი, პატივი უნდა სცე მის მოქალაქეობას

7 დეკემბერი, 2015 • 1212
მარგველაშვილი სააკაშვილზე: როცა ორჯერ იყავი ქვეყნის პრეზიდენტი, პატივი უნდა სცე მის მოქალაქეობას

საქართველოს პრეზიდენმტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ უნდა ეთქვა.

”როდესაც ორჯერ იყავი ქვეყნის პრეზიდენტი და ორჯერ იყავი ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და ამ ქვეყნის სახელით გაგქონდა საქართველოს დროშა, შენ ვალდებული იყავი, რომ პატივი გეცა ამ ქვეყნის მოქალაქეობისათვის. ეს არის საკითხი, აქ იწყება და აქ მთავრდება. არ უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი. ეს პატივისცემა მას უნდა გაეტანა ბოლომდე. მგონი, მართლაც ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ასეთი პრეცედენტი მოხდა, რომ პრეზიდენტმა თქვა, რომ ”ახლა არ მჭირდება მოქალაქეობა, დღეს არ არის ჩემთვის აქტუალური.” მე არ მინდოდა, რომ საქართველო საერთაშორისო პრეცედენტებში შესულიყო, როგორც ქვეყანა, რომლის ორჯერ პრეზიდენტმა- ცუდმა, კარგმა, ასეთმა, ისეთმა- მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში, თქვა უარი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე. არ მინდოდა ამით გავმხდარიყავით კიდევ ერთხელ ოდიოზური პრეცედენტის მატარებელი სახელმწიფო”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მას კანონის მიხედვით მიხეილ სააკაშვილისთვის უნდა შეეწყვიტა მოქალაქეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონს დაარღვევდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი