ახალი ამბები

პროფკავშირების პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა

21 დეკემბერი, 2010 • 1064
პროფკავშირების პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა

პრეზიდენტის გადადგომის შესახებ მოთხოვნის განცხადება  ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს ,,სპმთპ”-ს  აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ეკატერინე ჩერქეზიშვილმა გააკეთა. ჩერქეზიშვილი ამბობს, რომ მაია კობახიძეს არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევენ.

როგორც შეხვედრაზე, სპმთპ-ს წარმომადგენელმა ქუთაისიდან, ხათუნა არველაძემ განაცხადა, ყრილობა, რომელზეც პრეზიდენტი უნდა აერჩიათ, 30 ოქტომბერს გაიმართა. მისივე თქმით, მონაწილეობას 203 წევრი იღებდა. მას შემდეგ კი, რაც ცნობილი გახდა, რომ სხდომა ჟურნალისტებისთვის დახურული იყო, 124 წევრმა შექმნილი ვითარება უპერსპექტივოდ მიიჩნია და ყრილობა დატოვა. დარჩენილი 81 წევრიდან 54 –მა წევრმა კი პრეზიდენტის პოსტის დროებითი შემსრულებელი აირჩია.

ეკატერინე ჩერქეზიშვილი ამბობს, რომ მაია კობახიძე სათანადოდ ვერ უძღვება ორგანიზაციას. მისივე თქმით,  კობახიძემ ვერც სიტყვით გამოსვლის დროს შეძლო წევრების დარწმუნება, რომ სათანადოდ გაუძღვებოდა საქმიანობას.

დღეს ეკატერინე ჩერქეზიშვილი, ხათუნა არველაძე და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირები პრეზიდენტის თავიდან არჩევას და არჩევნების თავისუფლად ჩატარებას მოითხოვენ.  

დღევანდელ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, ასევე, რომ იმ წევრებმა, რომელებმაც 30 ოქტომბერს ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვეს,  22 ნოემბერს სასამართლოს მიმართეს მოთხოვნით–ბათილად ცნონ 30 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი