დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ელჩს ვაჰიდ ელ დინ ისმაილ გალალს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი ეგვიპტეში 2011 წლის მარტის თვეში და საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთმხარდაჭერის საკითხი.