ახალი ამბები

მანჯგალაძე ინფლაციასა და რუსეთის შესახებ

21 დეკემბერი, 2010 • • 1045
მანჯგალაძე ინფლაციასა და რუსეთის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამთავრობო გეგმის შემუშავებასა და ამ მხრივ პრეზიდენტის მიერ მთავრობისადმი მიცემულ დავალებებზე ისაუბრა.

„მთავრობამ უახლოეს პერიოდში უნდა მოამზადოს  ის გადაწყვეტილებები, რომელთა მეშვეობითაც   ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე  და განსაკუთრებით, შეჭირვებული მოსახლეობა მაქსიმალურად იქნება დაცული ამ პროცესების მძიმე შედეგებისგან. უახლოესი ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მთავრობა აღნიშნულ გეგმას წარმოადგენს”.

მანჯგალაძემ აღნიშნა პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივაზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან უპასუხოდ რჩება.

“ქართული მხარე კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, რუსეთთან სრულყოფილი დიალოგი გამართოს ნებისმიერ თემაზე. ამასთან, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ  რუსეთის მხარეს გადაეცა სრული და დეტალური  ინფორმაცია, ასევე ყველა მასალა, რომელიც უკავშირდება  საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებულ ტერაქტებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კვლავაც ძალაში რჩება ჩვენი მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ – ჩაერთოს  გამოძიების პროცესში “, – მანჯგალაძის ციტატას საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ინტერნეტგვერდი აქვეყნებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი