ახალი ამბები

მოხალისე მანდატურები

21 დეკემბერი, 2010 • • 987
მოხალისე მანდატურები

დღეს განათლებისა და მეცნირების სამინისტრომ მანდატურები რამდენიმე სკოლაში  მოხალისე მანდატურებით ჩაანაცვლა. ამ სკოლებში მანდატურების ფუნქციას ჟურნალისტები და ტელევიზიების სხვა წარმომადგენლები ასრულებდნენ.

მაგალითად, ტელეკომპანია იმედიდან – ნანუკა ჟორჟოლიანი (წამყვანი გადაცემის “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ”), ლევან როსტოშვილი (ამავე გადაცემის თანამშრომელი) და ლაშა ხარაზიშვილი (საინფორმაციო გამოშვება ქრონიკის წამყვანი).

რუსთავი ორიდან მანდატურის ფუნქციას  53–ე საჯარო სკოლაში დიანა ჯოჯუა (9 საათიანი კურიერის წამყვანი), დუტა სხირტლაძე (ჯეოსტარის წამყვანი) და ვანო ჯავახიშვილი (ვანო ჯავახიშვილის შოუს წამყვანი) ასრულებდნენ.

საზოგადოებრივი მაუწებლის გენერალური დირექტორი გიორგი ჭანტურია, სამინისტროს ინფორმაციით, დღეს 51–ე საშუალო სკოლაში იყო მანდატური. მასთან ერთად –მოამბის წამყვანი ნინო თოლორდავა და რეპორტიორი ნიკა მოლოდინაშვილი.

პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში მანდატურები რეგიონ ტვ–ს ჟურნალისტები– თამუნა თუშური, მიშა ვარძელაშვილი, ავთო ტუღუში იყვნენ.

“მომავალში სხვა ცნობილი ადამიანებიც მოირგებენ მანდატურის უნიფორმას”,–წერს განათლების სამინისტროს ოფიციალური ინტერნეტ გვერდი.

მასალების გადაბეჭდვის წესი