ახალი ამბები

ალასანია: დავიცავთ ეკლესიის დამოუკიდებლობას, თუ საერო საქმეებში არ ჩავრთავთ

7 დეკემბერი, 2015 • 1103
ალასანია: დავიცავთ ეკლესიის დამოუკიდებლობას, თუ საერო საქმეებში არ ჩავრთავთ

”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ

“ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებას არ ესმის არც ერის და არც ბერის. იმიტომ, რომ პატრიარქმა და საპატრიარქომ ძალიან კარგად განმარტა საკუთარი პოზიცია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, პოზიცია ისეთი სახელმწიფოებრივია, როგორიც ყოველთვის აქვს ქვეყნის პატრიარქს. ხელისუფლებას და სახელმწიფოს თავისი ფუნქციები და მოვალეობები აქვს, ეკლესიას – თავისი ფუნქციები და მოვალეობები, და ჩვენ დავიცავთ ჩვენს ეკლესიას და მის დამოუკიდებლობას, იმ შემთხვევაში, თუკი არ ჩავრთავთ საერო საქმეებში და სახელმწიფოებრივ საქმეებში. ეს ძალიან კარგად ესმის პატრიარქს და ეკლესიასაც. მე გამიკვირდა უბრალოდ, რომ ასე აიტაცეს, უსაფუძვლოდ, შეიძლება ზოგს სხვა მიზანი ჰქონდა, პრემიერმაც და რიგმა ხელმძღვანელებმა ქართული ოცნების კოალიციის, ეს საკითხი. მათ არც ხალხის ესმით, არც ერის და არც ბერის. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ რეაქციით, რაც მათ გააკეთეს.”

ეს განცხადება თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა გააკეთა ბრიფინგზე, რომელიც თბილისის მაცხოვრებლების პრობლემებს ეხებოდა. ალასანიას განცხადებით, ხელისუფლება დაშორდა საზოგადოების ინტერესებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი