ახალი ამბები

წულუკიანი: შეწყალების უფლება დიდ ნეგატივს მიმართავდა პატრიარქისადმი, რასაც მას არ ვუსურვებ

7 დეკემბერი, 2015 • 1278
წულუკიანი: შეწყალების უფლება დიდ ნეგატივს მიმართავდა პატრიარქისადმი, რასაც მას არ ვუსურვებ

საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, შეწყალების უფლება დიდ ნეგატივს მიმართავდა ილია მეორისადმი, რასაც მას არ უსურვებს.

”სასულიერო პირს, პატრიარქს ჰქონდეს შეწყალების ფუნქცია – ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. თუ ეს გაკეთდებოდა, წავაწყდებოდით კონსტიტუციურ პრობლემებს და დავარღვევდით იმ პრინციპს, რასაც ეწოდება სახელმწიფოს და ეკლესიის გაყოფა და ერთმანეთისგან დამოუკიდებლობა.

ჩვენ ვართ საერო სახელმწიფო, აქედან გამომდინარე, ეს ინიციატივა, ალბათ, ვერ შეისხამდა ხორცს. ასეც რომ არ იყოს, მე არ ვისურვებდი, რომ ჩემი ეკლესიის (მართლმადიდებელი გახლავართ) სულიერ ხელმძღვანელს ჰქონდეს შეწყალების უფლება, რადგან შეწყალების უფლება როცა გაქვს, ასევე, გიწევს უარი თქვა შეწყალებაზე. ეს ძალიან დიდ ნეგატივს მიმართავდა პატრიარქისადმი, რასაც მე მას ნამდვილად არ ვუსურვებ,” – განაცხად თეა წულუკიანმა.

“ჩვენ გვქონდა საუბარი ბატონ პრემიერ-მინისტრთან, პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ შეიწყალოს პატიმარი,” – განაცხადა ილია მეორემ რუსთაველის თეატრში, სადაც მსჯავრდებულ ქალთა წარმოდგენა გაიმართა და რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.

მოგვიანებით, განმარტება გააკეთა თავად საპატრიარქომ, სადაც აღნიშნული იყო, რომ პატრიარქის განცხადება იყო პატიმრებისადმი სოლიდარობის სურვილი და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე.

შეგახსენებთ, რომ პატიმრების შეწყალების უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი